იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტი
"პაბ ინვესტი" - საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ფინანსური ორგანიზაცია გთავაზობთ დასაქმებას. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე მრავალპროფილური კვალიფიკაცია, რითაც შეძლებ დაეხმარო ადამიანებს ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში.
იმუშაო ჩვენთან, ნიშნავს, შეუერთდე საქართველოს ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ფონდთან და ორგანიზაციასთან.
"პაბ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-16:00 საათამდე
ძირითადი ფუნქციები:
- დოკუმენტაციის დასკანერება და აღრიცხვა;
- აღრიცხული დოკუმენტაციის პროგრამულად ასახვა;
- აღრიცხული დოკუმენტაციის დაბაინდერება;
- ელ-ფოსტის მართვა;
- საფოსტო გზავნილების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel-მომხმარებლის დონეზე);
- ანალოგიურ სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
- სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- პუნქტუალურობა.
გთავაზობთ:
- განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიტპასს;