ინვენტარიზაციის სპეციალისტი
სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ნაძალადევი, ალ. მრევლიშვილის #2
- ანაზღაურება: 1500 ლარი
- გრაფიკი: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოო საწყობებში რეგულარული ინვენტარიზაციების დაგეგმვა, მათი ჩატარების უზრუნველყოფა და პროცესის მონიტორინგი
- ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი. ფიზიკურ და პროგრამულ ნაშთებს შორის აცდენის აღმოჩენის შემთხვევაში, მოკვლევა და მიზეზის დადგენა
- ინვენტარიზაციის შედეგების პასუხისმგებელ პირებთან გავლა და დოკუმენტირება
- ინვენტარიზაციის პროცესის გამართვასა და დახვეწაში მუდმივი ჩართულობა
- მონიტორინგისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოს გამოყენება (სააღრიცხვო პროგრამა, ვიდეომონიტორინგის სისტემა, პერსონალის მართვისა და აღრიცხვის ელექტრონული სისტემა, დავალებების მართვისა და აღრიცხვის ელექტრონული სისტემა)
- უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების/მოხსენებების წარდგენა
- საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი)
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Word, Excel)
- მონიტორინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ბუღალტრული პროგრამის (ERP) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სწრაფი ადაპტაციის უნარი
- ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
- სისწრაფე და მოქნილობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი