ინსტალატორი (იზოლაციები)
შპს ბაუსერვისი აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე, კერძოდ ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებს.სამუშაო მოიცავს მემბრანული ტიპის მასალის მოწყობას ფუნდამენტის ფილებზე,კედლებზე და სახურავებზე.სამუშაო არის სუფთა და არ არის მძიმე.
გამოსაცდელი ვადა 3 თვე
პირველი სამი თვე სწავლების პერიოდში ანაზღაურება 1500 ლარი
სამი თვის შემდეგ 1800 +ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (კვირა დღის მუშაობის შემთხვევაში,ვანაზღაურებთ ზეგანაკვეთურით) რაც მოიცავს დამატებით ფიქსირებულ 100 ლარს დღეზე. ასევე თუ კი მოხდება ქალაქგარეთ გასვლა პროექტებზე : ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია ხოლო დასაქმებული მიიღებს სამივლინებო ანაზღაურებას დღიურად.
ოფიციალური დასვენების დღეები ანაზღაურებადია.
ობიექტური მიზეზების გამო (უამინდობა) თუ სამუშაო გაჩერდა ეს არ აისახება ფიქსირებულ ხელფასზე.
მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტებზე საიზოლაციო სამუშაოების შესრულება;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ დანადგარების გამორთულ და თავდახურულ სუფთა მდგომარეობაში შენახვა;
- სამუშაო არეალის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება-დატოვება;
- უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
- პირადი დამცავი აღჭურვილობების გამოყენება (ჩაფხუტი,სპეც ფეხსაცმელი,ჟილეტი);
- სამუშაოს დაწყებისას სამშენებლო მოედანზე დროული გამოცხადება;
- სამუშაოთა მწარმოებლისგან მიღებული დავალებების შესრულება;
მოთხოვნები:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი
- საბანკო ანგარიში
უპირატესობები:
- პასუხისმგბელიანი;
- შრომისმოყვარე
- პუნქტუალური