ინკასატორი- ბათუმი — Express Capital+

Express Capital+

ინკასატორი- ბათუმი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "express capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შპს "express capital +"-ის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

"express capital +" გთავაზობთ, შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციაზე: ინკასატორი

სამუშაო ადგილი: ბათუმი

პოზიციის მიზანი:

კომპანიის მსესხებლებთან ვიზიტი, შესაბამისი სატელეფონო აპლიკაციით სესხის მიმდინარე გადასახადის გადახდევინება, ბიზნესის მონიტორინგი. ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდებარე ტერიტორიაზე პოტენციური მსესხებლებზე კომპანიის პროდუქტის წარდგენა ახალი მსესხებლების მოზიდვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ინკასაცია და სესხის მონიტორინგი:
    • კლიენტის ბიზნესის ადგილზე მონიტორინგი;
    • მიზნობრივი სესხების ხარჯვის ადგილზე გადამოწმება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
    • მსესხებლების სესხის გადახდის ადგილზე მომსახურება;
    • ახალი მსესხებლების მოზიდვა (პრომოუშენი)
    • ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირება (ინკასაცია);
    • პრობლემური სესხების მონიტორინგი და კლიენტებთან კომუნიკაცია.
  • სამეურნეო მოვალეობების შესრულება:
    • ოფისის სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების კონტროლი;
    • წვრილმანი სარემონტო/სამეურნეო სამუშაოების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში);
    • კომპანიის ინვენტარის აღრიცხვა და მოვლა-პატრონობა.

ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული

+ ბონუსი - პოსტერმინალის საშუალებით, თვის ბოლოს, თვის განმავლობაში შემოტანილი თანხის მოცულობის შესაბამისად დაერიცხება ბონუსი. ასევე, ყოველ მოზიდულ ახალი მსესხებელზე დამატებითი ბონუსი.

+ ავტომანქანის იჯარა

სავალდებულო მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა - B კატეგორია და შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის გამოცდილება

შესაძლებელია სამსახურის შეთავსება დისტრიბუციის, მიტანის სერვისებისა და მომსახურების განმახორციელებელ პირებთან პარალელურად.

უნარები:

  • გუნდურობა
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სამუშაოს ორგანიზება
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: სრული ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00სთ, შაბათი - 10:00-14:00სთ

P.S. 20 ახალი მსესხებლის მოზიდვის, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შეთავაზებული იქნება საკრედიტო ოფიცრის თანამდებობა, შესაბამისი გაზრდილი ანაზღაურებით.