ინგლისურის მასწავლებელი — Studio Lingo

Studio Lingo — ლოგო
Studio Lingo

ინგლისურის მასწავლებელი

₾კონკურენტული ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობებია:
  • ონლაინ და ცოცხალი გაკვეთილების ჩატარება მოსწავლეებთან 17 წელს ზემოთ (1 გაკვეთილი 1 სთ 30 წთ)
  • გუნდის წევრებთან დროული კომუნიკაცია (მაგ: მოსწავლის გაცდენის თარიღების ადმინისტრატორისთვის მიწოდება) და იშვიათად რეპორტების წერა.
  • პერიოდულად გუნდთან ერთად ონლაინ და ცოცხალ შეკრებებზე დასწრება.
  • პერიოდულად YouTube-ის ან/და მოკლე ვიდეო გადაღებებში მონაწილეობა - დაახლოებით 2 თვეში ერთხელ
თქვენგან ვითხოვთ, რომ:
  • იყოთ მინიმუმ 22 წლის.
  • ინგლისურს ფლობდეთ C1 დონეზე და ქართული იყოს მშობლიური ენა
  • ფლობდეთ ახსნისა და გადმოცემის უნარს
  • იყოთ ენერგიული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი ჩვენი გუნდის მიმართ (რაც ჩვენი გუნდის წევრისთვის აუცილებელია)
  • გიყვარდეთ ინგლისურის სწავლება და პროფესიულად საკუთარ მომავალს ამ საქმიანობას უკავშირებდეთ (უპირატესობას მივანიჭებთ ამ პროფესიის კანდიდატებს)
  • გქონდეთ ონლაინ ან ცოცხალი სწავლების გამოცდილება და იყოთ ტექნიკასთან მეგობრული
  • გიყვარდეთ კამერის ობიექტივში გამოჩენა
  • ჩვენთან მუშაობის პერიოდში ასწავლოთ მხოლოდ ჩვენს მოსწავლეებს

ჩვენი გუნდი გთავაზობთ:

  • ამ პროფესიაში განვითარების დიიიდ პერსპექტივას
  • გამზადებულ სასწავლო ელექტრონულ მასალებს
  • ცოცხალ შეკრებებზე გასართობ აქტივობებს (ჩვენი გართობები: იხილეთ აქ)
  • საინტერესო სიახლეებს
  • ძაააალზე მხარდამჭერ და მეგობრულ გარემოს (ამას უბრალოდ არა, მართლა გპირდებით)
  • წამახალისებელ საჩუქრებს, რომლებსაც ჩვენი გუნდის ერთგულ წევრებს ტრადიციულად ვჩუქნით

სამუშაოს ტიპი - ჰიბრიდული (გაკვეთილების ჩატარება ონლაინ ან ცოცხლად), ცოცხალი შეკრებები (გადაღებები და გასართობი შეხვედრები)


სამუშაოს გრაფიკი: სრული განაკვეთი: კვირაში 40 საათი. აქედან მინიმუმ 22 საათი უნდა იყოს საღამოს საათები 19:00 - 22:30. დანარჩენს თავად გვითანხმებთ


ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე, ჩვენს სკოლაში მოქმედებს ჯუნიორ, მიდლის და სენიორ მასწავლებლების სისტემა კანდიდატების გამოცდილების მიხედვით.


კანდიდატებს, რომლებსაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება ან შერჩევის მინიმალურ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ, თუმცა აქვთ ამ სფეროში განვითარების პოტენციალი, Studio Lingo სთავაზობს უფასო გადასამზადებელ კურსებს მასწავლებლების აკადემიაში. წარმატებული კურსდამთავრებულები კი დასაქმდებიან ჩვენს სკოლაში ჯუნიორ მასწავლებლებად.

თუ ხარ მოტივირებული მასწავლებელი და ამ ვაკანსიით დაინტერესებული, შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდისა და შენი მომავალი მოსწავლეების წარმატების ისტორიის განუყოფელი ნაწილი!


მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ