ინგლისური ენის მასწავლებელი - CELTA
Study Hub Educational Center აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.
ვეძებთ CELTA-ს სერტიფიკატის მქონე პროფესიონალს.
სამუშაო ფორმატი:
- მუშაობა სასწავლო ცენტრის ფილიალებში
- ჯგუფური და ინდივიდუალური სწავლება
ანაზღაურება: საათობრივი ან ფიქსირებული შეთანხმების საფუძველზე.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- CELTA სერტიფიკატი;
- ინგლისური ენის სწავლების გამოცდილება;
- Cambridge-ის სასერტიფიკატო გამოცდების სპეციფიკის ცოდნა;
- მოსწავლეების საგამოცდოდ მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- თანამედროვე და ინოვაციური სწავლების მეთოდების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება;
- მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
- მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პროფესიული განვითარების სურვილი.
ძირითადი მოვალეობები:
- მოსწავლეების მომზადება Cambridge-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებისთვის;
- მოსწავლეთა დონისა და საჭიროებების შეფასება;
- შესაბამისი სასწავლო პროცესისა და მასალების დაგეგმვა;
- მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი და შედეგებზე მუშაობა;
- სასწავლო ცენტრის აკადემიურ აქტივობებში ჩართულობა.