ინგლისური ენის მასწავლებელი- ბათუმი, ქუთაისი, დისტანციურად
კომპანია "ამერიკული აკადემია ჯეო" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.
სამუშაო დრო: საათობრივი დატვირთვა
ადგილი: ბათუმის და ქუთაისის ფილიალები + დისტანციურად
ვიწვევთ ინგლისური ენის მცოდნე მოტივირებულ სპეციალისტებს, რომლებიც ჩაერთვებიან სასწავლო დაწესებულების აკადემიურ საქმიანობაში.
ძირითადი მოთხოვნებია:
- ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე
- თავისუფლად საუბარი ინგლისურ ენაზე (მოთხოვნის შესაბამისად)
- ჯგუფური გაკვეთილების ჩატარება სხვადასხვა დონეზე ენის მცოდნე მოსწავლეებისთვის
- სასწავლო მოდულების შექმნის სურვილი ან გამოცდილება
- მაღალი მოტივაცია გააზიაროს ცოდნა
- მაღალი მოტივაცია აითვისოს სწავლების ინოვაციური მეთოდები
აქ დაგხვდებათ:
- განვითარების პერსპექტივა
- სწავლებისთვის ყველა საჭირო პირობა
- მეგობრული და კომფორტული გარემო
- კარგი ანაზღაურება დატვირთვის და საათების მიხედვით.
- გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალება