ინგლისური ენის მასწავლებელი — ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო

ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო

ინგლისური ენის მასწავლებელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე ნახევარი განაკვეთი

"ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო" არის აბიტურიენტთა მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი, რომელიც უკვე თვრამეტი წელია წარმატებით ფუნქციონირებს საგანმანათლებლო სფეროში და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას აბიტურიენტთა მომზადებაში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ პედაგოგთა შერჩევას. თითოეული კანდიდატი შეირჩევა კონკურსის წესით. "ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე. შერჩეული კანდიდატი უნდა წარუძღვეს შემდეგ სასწავლო კურსებს: "სასაუბრო ინგლისური" და "აბიტურიენტთა გამოცდებისათვის მოსამზადებელი" კურსი. პედაგოგმა შესაძლებელია შეითავსოს როგორც ერთი, ასევე ორივე სასწავლო კურსის ხელმძღვანელობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პროფესიული უნარები: ** უმაღლესი განათლება სპეციალობით აუცილებელია (კვალიფიკაცია: ინგლისური ენის ფილოლოგი); ** ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა; ** ინგლისურ ენაზე თავისუფლად და გამართულად საუბრის უნარი; ** პედაგოგად/რეპეტიტორად მუშაობის სტაჟი ჩაითვლება უპირატესობად; ** თანამედროვე სწავლების მეთოდების ცოდნა. პიროვნული მახასიათებლები: ** კომუნიკაბელური, ორგანიზებული, ენერგიული, პასუხისმგებლობის მქონე, პუნქტუალური; ** გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, საათობრივი დატვირთვა, მინიმუმ კვირაში 2 დღე. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი: ტესტირება და გასაუბრება. მეორე ეტაპი: ღია გაკვეთილის ჩატარება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ