ინგლისური ენის მასწავლებელი — English Academy

English Academy — ლოგო
English Academy

ინგლისური ენის მასწავლებელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"English Academy" იწვევს გუნდში ენერგიულ, მოტივირებულ და კვალიფიციურ ინგლისური ენის მასწავლებლებს!

თუ გიყვართ სწავლების პროცესი და გსურთ პროფესიული განვითარება მზარდ გარემოში, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ენის ფლობა: ინგლისური ენის მაღალ დონეზე (C1) ფლობა, როგორც გრამატიკული, ისე სასაუბრო კომპონენტების სრულყოფილი ცოდნა;
  • განათლება: აუცილებელია ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით, უმაღლესი განათლება.

დამატებითი პირობები:

ჩვენ მზად ვართ შანსი მივცეთ დამწყებ სპეციალისტებსაც! განვიხილავთ კანდიდატებს, რომლებიც არიან: ახალკურსდამთავრებულები და დამამთავრებელი (მე-4) კურსის სტუდენტები, რომლებიც სწავლას მიმდინარე წლის სექტემბრამდე ასრულებენ.

შერჩევის ეტაპები: გასაუბრება წარიმართება ორ ეტაპად:

  • თვითპრეზენტაცია: კანდიდატის გამოცდილებისა და მოტივაციის გაცნობა;
  • იმიტირებული გაკვეთილი: კონკრეტული გრამატიკული საკითხის ახსნა (ინგლისურ ენაზე), რაც დაგვეხმარება თქვენი სწავლების მეთოდებისა და ახსნის უნარის შეფასებაში.

რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: კონკურენტუნარიან საათობრივ ანაზღაურებას (ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით);
  • სამუშაო გარემო: მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდა: პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • სამუშაო გრაფიკი: მოქნილ სამუშაო გრაფიკს.