ინგლისური ენის ლექტორი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის ლექტორის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
სამუშაო გრაფიკი: არასრული სამუშაო განაკვეთი (სასწავლო დატვირთვის შესაბამისად)
ძირითადი ფუნქციები:
- ლექცია/სემინარების ჩატარება;
- სტუდენტთა კონსულტირება/დახმარება;
- სტუდენტთა სწავლის პროგრესის მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი; (სასურველია: ფილოლოგია, სოციალური მეცნიერებები ან მომიჯნავე სფეროში)
- სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია საერთაშორისო სერტიფიკატების ფლობა; (CELTA, TEFL ან TESOL);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- ღია ახალი იდეებისათვის;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 31 აგვისტო.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.