ინგლისურენოვანი გაყიდვების მენეჯერი — OEMAUTO

OEMAUTO

ინგლისურენოვანი გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"OEMAUTO" არის საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი ავტონაწილების კომპანია, რომელიც ორიგინალ ავტონაწილებს ყიდის როგორც კერძო მომხმარებლებზე, ისე ავტოსერვისებზე. კომპანიას აქვს ფართო ასორტიმენტი, დახვეწილი სამუშაო პროცესები და მზარდი გუნდი.

ახლა კომპანია ეძებს გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეძლებს ინგლისურენოვან მომხმარებლებთან კომუნიკაციას და მათთვის სასურველი პროდუქციის მიყიდვას.

რას გააკეთებთ

  • კომუნიკაცია მომხმარებლებთან სხვადასხვა წერილობით და სატელეფონო არხში
  • მომხმარებლის საჭიროების გარკვევა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება
  • გაყიდვების პროცესის წარმართვა დასაწყისიდან დასრულებამდე
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება
  • სურვილის შემთხვევაში: ონლაინ გაყიდვების პლატფორმებთან მუშაობა

ვის ვეძებთ

  • ინგლისურს თავისუფლად ფლობთ, როგორც სასაუბროდ, ისე წერილობით
  • გაქვთ კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
  • ხართ ორგანიზებული, ყურადღებიანი დეტალებისადმი და სწრაფად პასუხობთ
  • ხართ პასუხისმგებლობიანი და შედეგზე ორიენტირებული
  • უპირატესობა იქნება გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება, განსაკუთრებით უცხოურ ბაზარზე
  • ავტომობილებისა და ავტონაწილების ცოდნა
  • ონლაინ გაყიდვების გამოცდილება

რას გთავაზობთ

  • ფიქსირებულ ხელფასს და ბონუსს გაყიდვებიდან
  • სტაბილურ დასაქმებას
  • მუშაობას საერთაშორისო ბაზარზე და საერთაშორისო გამოცდილებას
  • სრულ ტრენინგს პროდუქტსა და გაყიდვების პროცესზე
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: დღის მეორე ნახევარი, 15:00-23:00
  • ანაზღაურება: დაზუსტდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ