ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განყოფილების აუდიტორი — ბანკი ქართუ

ბანკი ქართუ — ლოგო
ბანკი ქართუ

ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განყოფილების აუდიტორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განყოფილების აუდიტორის თანამდებობაზე.

დეპარტამენტი: შიდა აუდიტის დეპარტამენტი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი

ფუნქციები და მოვალეობები:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებებით რისკზე დაფუძნებული აუდიტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • დამტკიცებული აუდიტის გეგმისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად აუდიტების განხორციელება; ასევე, საჭიროების შემთხვევაში თემატურ შემოწმებებში და აუდიტის სხვა პროექტებში მონაწილეობა;
  • აუდიტის ჩატარებით ინფორმაციულ აქტივებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, არსებული კონტროლის მექანიზმების ანალიზი და მათი გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
  • ბიზნესპროცესებისთვის გაწეული IT მხარდაჭერის სისრულისა და ეფექტურობის შეფასება;
  • IT მიმართულებაში განხორციელებული ხარჯებისა და ინვესტიციების მიზანშეწონილობის ანალიზი;
  • შიდა ნორმატიული აქტების ანალიზი - პოლიტიკებისა და პროცედურების შეფასება;
  • ბანკის შესაბამისობის შეფასება საკანონმდებლო, სხვა რეგულაციურ მოთხოვნებთან და საუკეთესო პრაქტიკებთან;
  • აუდიტის ანგარიშების მომზადება, დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება და წარდგენა;
  • გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და შემდგომი შემოწმებების (Follow-up) განხორციელება;
  • შიდა აუდიტის საერთაშორისო პროფესიული სტანდარტებისა (IIA Standards) და ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

  • მუშაობის გამოცდილება ფინანსური სექტორის ინფორმაციული უსაფრთხოების, IT აუდიტის ან IT პროცესების შეფასების მიმართულებით;
  • IT სისტემების, აპლიკაციების და ინფრასტრუქტურის ცოდნა;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების, საბანკო კანონმდებლობის, ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჩარჩოების, სტანდარტების და მეთოდოლოგიების ცოდნა (COBIT, ITIL, ISO, NIST, PCI DSS, SWIFT CSP);
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • ძლიერი ანალიტიკური უნარები და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა.

სასურველი:

  • საერთაშორისო პროფესიული სერტიფიკატების ფლობა (ISO, CISA, CISM, CISSP, CIA ან სხვა);
  • საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი ჩარჩოსა და საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების ცოდნა;
  • საგადახდო ინსტრუმენტების და ციფრული ბანკინგის პროდუქტების ცოდნა;
  • მონაცემთა ანალიზისა და აუდიტორული პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება.

უნარები და თვისებები:

  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ობიექტურობა და პროფესიული ეთიკის დაცვა;
  • კომუნიკაციისა და დიპლომატიური ურთიერთობის უნარი;
  • პროფესიული განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 05 ივლისი.