ტესტერი
ტექნოლოგიური კომპანია "ვებაპი" ეძებს ტესტერს, რომელიც ჩაერთვება კომპლექსური პროგრამული უზრუნველყოფების ტესტირების პროცესში და დაეხმარება გუნდს ხარისხიანი, გამართული და მომხმარებლისთვის მარტივად გამოსაყენებელი პროდუქტების შექმნაში.
ჩვენი პროდუქტები გამოიყენება სხვადასხვა ბიზნესის ყოველდღიურ ოპერაციებში — სალონებში, კლინიკებში, გაყიდვების გუნდებში, საწყობებში და სხვა ინდუსტრიებში. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც დეტალებს ყურადღებას აქცევს, ანალიტიკურად აზროვნებს და შეუძლია პროცესების კარგად გააზრება.
ძირითადი მოვალეობები:- პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალის ტესტირება
- შეცდომების აღმოჩენა, აღწერა და დეველოპერებისთვის გადაცემა
- ტესტ ქეისების დადოკუმენტირება და მუდმივი განახლება
- ახალი ფუნქციების შემოწმება სხვადასხვა სცენარით
- ბიზნეს პროცესების გააზრება და შესაძლო ხარვეზების წინასწარ დანახვა
- ტესტირების შედეგების დოკუმენტირება
- დეველოპერებთან, ბიზნეს ანალიტიკოსებთან და პროექტ მენეჯერთან კომუნიკაცია
- სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაში აქტიური მონაწილეობა
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტესტირების მიმართულებით
- სასურველია გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფების ტესტირებაში
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პროცესების გააზრების და ლოგიკურად შეფასების უნარი
- შეცდომების მკაფიოდ აღწერის და გადაცემის უნარი
- გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის უნარი
- CRM, ERP ან სხვა ბიზნეს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
- ტესტ ქეისების შედგენის გამოცდილება
- კომპლექსური სისტემების ლოგიკის გააზრების უნარი
- მომხმარებლის ქცევის და ბიზნეს პროცესების ანალიზის გამოცდილება
- მრავალპროდუქტიან ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობას
- რეალურ ბიზნეს პროცესებზე დაფუძნებულ საინტერესო სისტემებთან შეხებას
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს
- სტაბილურ სამუშაო გარემოს
- კორპორაციულ დაზღვევას
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც უბრალოდ ღილაკებს არ შეამოწმებს, არამედ გაიაზრებს სისტემას, დაინახავს პრობლემას მომხმარებლის თვალით და დაგვეხმარება უკეთესი პროდუქტის შექმნაში.
დამატებითი ინფორმაცია:- ადგილმდებარეობა: თბილისი. პოლიტკოვსკაიას 57.
- განაკვეთი: სრული
- სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 05 ივლისი, 2026.