ინ ვიტრო განაყოფიერების ექთანი — ლიდერმედი

ლიდერმედი

ინ ვიტრო განაყოფიერების ექთანი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" კლინიკა - "ლიდერმედი" აცხადებს ინ ვიტრო განაყოფიერების ექთნის ვაკანსიას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე 09:30-17:30, შაბათს ნახევარი დღე - 09:30 -15:30

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დადგენილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად;
  • პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • ექიმების მიერ დანიშნული მანიპულაციების ზუსტი შესრულება;
  • მისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება;
  • ასეპტიკა ანტისეპტიკის წესების დაცვა;
  • სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პაციენტზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
  • ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12 სექტემბერი 2026 წ.