მოლარე-კონსულტანტი- ბათუმი
"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/ მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე ვეძებთ. ვაკანტური თანამდებობის შესახებ: ** სამუშაო ადგილი: ბათუმი , ს.ც. "ბათუმი მოლი" ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი ** დასვენების დრო: კვირაში 2 დღე (შეთანხმებით) ** სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი: 10:00-19:00/13:00-22:00 ** ანაზღაურების ტიპი: მხოლოდ ფიქსირებული ** ანაზღაურების ოდენობა: 1190-1290 (ცვლილება 1 წლის შემდეგ) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა; ** პროდუქციის განთავსება თაროებეზე: მარაგების შევსება, ახალი ნივთების განთავსება, არსებული პროდუქციის ადგილის ცვლილება კომპანიაში არსებული მერჩენდაიზინგის ** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება; ** პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება; ** სალარო ოპერაციების შესრულება: პროდუქციის პროგრამულად გატარება, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების უზრუნველყოფა; ** სალაროს ნაშთის კონტროლი და სალარო დოკუმენტების წარმოება; ** სალაროს გახსნა/დახურვა; მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი: საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია, სალაროსთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** მნიშვნელოვანია, ინგლისური ენის საკომუნკაციო დონეზე ცოდნა; პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სერვისულობა; ** კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალურობა;