HR სპეციალისტი
ჩვენ ვავითარებთ 2გის-ის გუნდს თბილისში და ვემზადებით მასშტაბირებისთვის.
ვეძებთ HR-სპეციალისტს, რომელიც დამოუკიდებლად წარმართავს შერჩევის პროცესებს, დაეხმარება ახალ თანამშრომლებს სწრაფ ინტეგრაციაში და უზრუნველყოფს წესრიგს საკადრო დოკუმენტაციაში.
ძირითადი მოვალეობები:
** ვაკანსიების სრული ციკლის მართვა: პოზიციის პროფილის შედგენა, ძიება, სკრინინგი, ინტერვიუები, რეკომენდაციების გადამოწმება და შეთავაზების (Offer) გაკეთება.
** კომერციულ და ოპერაციულ განყოფილებებში თანამშრომლების შერჩევა შეთანხმებული გეგმის შესაბამისად.
** ადაპტაციის პროცესის ორგანიზება, გამოსაცდელი ვადის კონტროლი და უკუკავშირის შეგროვება.
** საკადრო დოკუმენტაციის წარმოება: შრომითი ხელშეკრულებები, ცვლილებები, შვებულებები, საკადრო რეესტრი, ვადები და არქივი.
** ყოველკვირეული შერჩევის ძაბრის (Funnel) და ყოველთვიური HR-ანგარიშგების მომზადება.
** დირექტორთან, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან, ბუღალტერთან და იურისტთან მჭიდრო თანამშრომლობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** პერსონალის შერჩევის პრაქტიკული გამოცდილება (სასურველია გაყიდვების ან ოპერაციული გუნდების მასობრივი რეკრუტინგის მიმართულებით).
** საკადრო ადმინისტრირების გამოცდილება და საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა.
** ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა (საქმიანი კომუნიკაციისა და დოკუმენტაციისთვის); ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე პროგრამებთან და ცხრილებთან მუშაობის უნარი, HR-ძაბრის, ვადებისა და კონფიდენციალური მონაცემების მართვის კომპეტენცია.
** დამოუკიდებლობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია და ხარისხიან შერჩევაზე ორიენტირებულობა (და არა მხოლოდ დახურული პოზიციების რაოდენობაზე).
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
სამუშაო გრაფიკი: სრული
ფიქსირებული ანაზღაურება: 2 000 ლარი (Net)
ყოველთვიური პრემია KPI-ის მიხედვით: 500 ლარამდე + კვარტალური პრემია.
სამუშაო ადგილი: თბილისი. ბიზნეს ცენტრი "ატრიუმი".
გსურთ გახდეთ "2GIS თბილისი"-ს პროფესიონალური გუნდის ნაწილი?