HR და საგანმანათლებლო პროცესების მენეჯერი
"IBL — International Business Lab 2010" აცხადებს ვაკანსიას HR და საგანმანათლებლო პროცესების მენეჯერის თანამდებობაზე.
"IBL" არის საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ პრაქტიკულ კურსებსა და ონლაინ სწავლებას სთავაზობს მსურველებს. ჩვენი მიზანია, სტუდენტებმა მიიღონ სამუშაო გარემოში გამოსაყენებელი ცოდნა და უნარები.
ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც სრულად ჩაერთვება გუნდისა და საგანმანათლებლო პროცესების ყოველდღიურ მართვაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ტრენერებისა და თანამშრომლების მოძიება, შერჩევა და ონბორდინგის ორგანიზება;
- სასწავლო ჯგუფების ფორმირება, განრიგების შედგენა და კურსების დაწყების კოორდინაცია;
- სტუდენტებს, ტრენერებსა და ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციის მართვა;
- ლექციების მიმდინარეობის, დასწრებისა და სასწავლო მასალების დროულად მიწოდების კონტროლი;
- უკუკავშირის შეგროვება და პრობლემებზე დროული რეაგირება;
- კურსების დასრულებისა და სერტიფიცირების პროცესის ორგანიზება;
- სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება.
მოთხოვნები:
- HR-ის, ადმინისტრირების ან სასწავლო პროცესების მართვის გამოცდილება;
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
- ორგანიზებულობა და რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- საოფისე პროგრამებისა და ონლაინ სასწავლო პლატფორმების ცოდნა.
საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება განიხილება გასაუბრებისას.