ჰოსტი
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე აცხადებს ვაკანსიას ჰოსტის პოზიციაზე. მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, "თიბისი კონცეპტმა" ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხავავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. სივრცე თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია, რომელშიც გაერთიანებულია, საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცე, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები. სამუშაო აღწერა: ** დაადგინოს სივრცეში შემოსული ნებისმიერი სტუმრის საჭიროება და გადაამისამართოს შესაბამისად. ** მომხმარებელს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მულტიფუნქციურ სივრცეზე. ** სტუმრის ინტერესიდან გამომდინარე დაათვალიერებინოს და უფრო დეტალურად გააცნოს სერვისები. ** მუდმივად აკონტროლოს სამუშაო სივრცე, უზრუნველყოს ჯავშნები ელექტრონულად. ** ზედამხედველობა გაუწიოს სივრცეს და მასში არსებულ პროცედურებს. ** მაღაზია "კოლექცია" -ს პროდუქციის გაყიდვებზე მუშაობა და სრულფასოვნად ცოდნა. ** ფლობდეს სრულ ინფორმაციას, დღის სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ. აუცილებელი მოთხოვნები: ** სავალდებულოა სასტუმროში მუშაობის გამოცდილება; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კარგი კომუნიკაციის უნარი. გრაფიკი: კვირაში 5 დღე/ დღეში 8+1 საათი ანაზღაურება: 1100₾ ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას; ** კვებას; ** ფიტპასს; ** პროფესიულ განვითრებას; ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;