მიმღები — სასტუმრო ქარვასლა

სასტუმრო ქარვასლა

მიმღები

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "ქარვასლა" აცხადებს ვაკანსიას მიმღების პოზიციაზე. სასტუმრო მდებარეობს ძველ თბილისში და აერთიანებს 48 ინდივიდუალურ ოთახს, რესტორანს. ბარს საკონფერენციო სივრცეს, სატრენაჟორო დარბაზსა და მასაჟის ოთახს. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: მცოცავი ფუნქცია-მოვალეობები: ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა, მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით; ** სტუმართან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; ** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება, თანხის მიღება; ** საჭიროებისამებრ სასტუმროს ინვოისების და სხვა საბუთების მომზადება; ** სასტუმროს ნომრების დაჯავშნა, სტუმრების სწორი განაწილება; ** სტუმრებისგან საჩივრების/მოთხოვნების მიღება და მათი დროულად გადაჭრა; ** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი; ** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** კვებითა უზრუნველყოფას.