ჰოსტელის ადმინისტრატორი — tmatchavarianii@gmail.com

tmatchavarianii@gmail.com

ჰოსტელის ადმინისტრატორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და სტუმარზე ორიენტირებულ ადამიანს ჰოსტელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეგიძლია მშვიდად და თავაზიანად გაუმკლავდე სხვადასხვა სიტუაციას და გსურს იმუშაო მეგობრულ გარემოში, მოხარული ვიქნებით, თუ შემოგვიერთდები ჩვენს გუნდში.

სამუშაო მოიცავს სტუმრების მიღებასა და მომსახურებას, ჯავშნების მართვას, სტუმრებთან კომუნიკაციას და ჰოსტელის ყოველდღიური პროცესების ორგანიზებას.

ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასურველია, თუმცა მოტივირებულ კანდიდატებსაც განვიხილავთ.

მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება და რეგისტრაცია (Check-in / Check-out);
  • სტუმრების მომსახურება და მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა;
  • ჯავშნების მართვა;
  • ტელეფონზე, ელფოსტასა და ონლაინ პლატფორმებზე კომუნიკაცია;
  • ჰოსტელის ყოველდღიური პროცესების კონტროლი;
  • საჭირო ინფორმაციის მიწოდება სტუმრებისთვის;
  • წესრიგისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი.

მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.