გიდი-პედაგოგი — საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

გიდი-პედაგოგი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი აცხადებს ვაკანსიას გიდი-პედაგოგის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა: 1

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ვიზიტორებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
  • საგანმანათლებლო პროგრამებთან და ღონისძიებებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი).

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტურების ჩატარება;
  • ინფორმაციის ფლობა ექსპონატებისა და კოლექციების შესახებ;
  • ტურების ადაპტირება სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად;
  • ჩართულობა სპეციალურ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში;
  • საგანმანათლებლო მასალების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • სწრაფი რეაგირება ვიზიტორების გამოხმაურებასა და პრობლემებზე.

სამუშაო გრაფიკი: დასაქმებული მუშაობს კვირაში 5 დღე (დასვენების დღე - ორშაბათი და კვირის რომელიმე დღე არჩევით).

ანაზღაურება: 1100 (ათას ასი) ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კუს ტბის ასახვევი N1