გიდი
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას გიდის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში), ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1, 520 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
სამუშაოს ზოგადი აღწერა:
ფუნქციები:
- ექსკურსიების ჩატარება ბოტანიკური ბაღის დამთვალიერებლების, სკოლის მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის;
- საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა და შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიების ჩატარება;
- საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
- შემეცნებითი სახის ბოტანიკური და ისტორიულ-კულტურული ექსკურსიებისათვის საინტერპრეტაციო მასალის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (უპირატესად ჩაითვლება განათლება ტურიზმის, ეკოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, ბიოლოგიის მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
- ბავშვებთან და მოზრდილებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა. (დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება პრიორიტეტად);
- MS Office -ის ცოდნა;
უნარები:
- აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროის მართვის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.
შერჩევის მეთოდები:
- სატელეფონო გასაუბრება;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.