ღვინომასალების საამქროს თანამშრომელი — თბილღვინო

თბილღვინო — ლოგო
თბილღვინო

ღვინომასალების საამქროს თანამშრომელი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.

დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ღვინომასალების საამქროს თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ამოცანები:
  • ტექნოლოგიური პროცესების შესრულება მეღვინეების მითითების მიხედვით
  • სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების უზრუნველყოფა ტექნოლოგიური პროცესების ყველა ეტაპზე
  • მანქანა დანადგარებთან მუშაობა
  • რთველის სრულ პროცესში მონაწილეობის მიღება საჭიროების შემთხვევაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია განათლება მეღვინეობა/მევენახეობის მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ღვინის წარმოების/მევენახეობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა
  • კომუნიკაბელურობა
  • დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანად მართვა
სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. #2
  • სამუშაო დრო: ორშაბათი - ხუთშაბათი 09:00 - 18:00; პარასკევი 09:00 - 17:00.