ღონისძიების მენეჯერი
Click Events ოპერირებს ბაზარზე, როგორც ფართო პროფილიანი ღონისძიებების მართვის კომპანია, რომელიც ქმნის განსხვავებულ, კრეატიულ და მაღალსტანდარტულ პროექტებს. ჩვენი გუნდი აერთიანებს გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფენ ღონისძიებების სრულ ციკლს - იდეიდან რეალიზაციამდე.
გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ ღონისძიების მენეჯერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებში და გახდება ჩვენი პროფესიონალური გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ძირითადი საქმიანობა იქნება:
- ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში სრული ციკლით ჩართულობა;
- პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- დამკვეთის მოთხოვნების დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
- ღონისძიების კონცეფციის, იდეის, სტილისტიკისა და კრეატიული მიმართულების შემუშავება და პრეზენტაცია;
- საჭიროების შემთხვევაში დიზაინერისა და სხვა კრეატიული რესურსების ჩართულობის განსაზღვრა;
- ბიუჯეტის შედგენა, ოპტიმიზაცია და კონტროლი;
- მომწოდებლებთან ურთიერთობა, ფასებზე მოლაპარაკება და ხელშეკრულებების კოორდინაცია;
- საღონისძიებო სივრცისა და ღონისძიებაში ჩართული მხარეების წინასწარი მონახულება/შერჩევა;
- ღონისძიებამდე და ღონისძიების მიმდინარეობისას პროცესების სრული მონიტორინგი და კოორდინაცია;
- რისკების წინასწარი შეფასება და პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტა;
- ბაზრის კვლევა, ტრენდებისა და სიახლეების მუდმივი მონიტორინგი;
- ახალი მომწოდებლების, სერვისებისა და საღონისძიებო სივრცეების მოძიება და ბაზის განახლება;
- არსებული და პოტენციური პარტნიორებისთვის კომპანიის სერვისებისა და პაკეტების პრეზენტაცია;
- საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებისა და პარტნიორული ურთიერთობის გამოცდილება;
- დამკვეთისთვის კომერციული შეთავაზებების, ბიუჯეტებისა და პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება;
- პროექტის მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Canva) კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.
პიროვნული უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ენერგიულობა და ინიციატივიანობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პრობლემის სწრაფი ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 (ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია განსხვავებული გრაფიკი);
- ანაზღაურება: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე;
- საბონუსე სისტემა: პროექტების მიხედვით;
- საწვავის ხარჯის ანაზღაურება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;
- სამედიცინო დაზღვევა;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.
თუ გსურთ გახდეთ კრეატიული და დინამიური გუნდის ნაწილი და მონაწილეობა მიიღოთ მასშტაბურ და საინტერესო პროექტებში, შემოგვიერთდით!
ჩვენ დავუკავშირებთ მხოლოდ შესაბამისი მოთხოვნებისა და გამოცდილების მქონე კანდიდატებს.