ღონისძიებების მენეჯერი
კომპანია Eventive Georgia აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების (ივენთ) მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია Eventive Georgia არის ერთ-ერთი წამყვანი ივენთ კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დაუვიწყარი მომენტები და წარუშლელი მოგონებები.
კომპანია გთავაზობთ, როგორც ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას, ასევე თითოეული ღონისძიებისათვის კვებით, აუცილებელი ინვენტარითა და ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფას.
სავარაუდო ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი NET + ბონუსი ივენთ პროექტებიდან
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლვოვის ქუჩა N95 (საბურთალო)
დამატებითი სარგებელი: საკომუნიკაციო ხარჯები, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
Eventive Georgia გუნდში მიესალმება აქტიურ, ენთუზიასტ, კრეატიულ და კომუნიკაბელურ ივენთ მენეჯერს, რომელსაც შესწევს უნარი განახორციელოს ნებისმიერი სირთულის და მასშტაბის კერძო თუ კორპორატიული ღონისძიება.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა სახის და მასშტაბის კორპორატიული და კერძო ღონისძიებების კონცეფციების შექმნა;
- კორპორატიულ და კერძო დამკვეთებთან (როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო) ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება;
- სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა, მართვა/კოორდინაცია, ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა;
- ღონისძიების პერსონალის და ლოგისტიკური პროცესის მართვა და საქმიანობების კოორდინაცია;
- ღონისძიებებისთვის შესაბამისი ლოკაციების მოძიება, მომწოდებლების ფასების მოკვლევა, მოლაპარაკებების წარმოება და მუდმივი მონიტორინგი;
- კომპანიის ივენთ სერვისების და ღონისძიებების ინვენტარის გაქირავება/გაყიდვის პროცესის მართვა, დაინტერესებულ დამკვეთებთან ურთიერთობა და პროცესის წარმატებით განხორციელების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია პროექტების სრული ციკლის მართვის კარგი გამოცდილება და ცოდნა;
- სასურველია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების (ივენთების) დაგეგმვა/ორგანიზება/განხორციელების გამოცდილება;
- აუცილებელია დამკვეთებთან/კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოების კარგი გამოცდილება და ცოდნა;
- გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება და ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- ქართული და ინგლისური ენების პროფესიულ სამუშაო დონეზე ცოდნა - სავალდებულო. რუსული ენის ცოდნა - მნიშვნელოვანი უპირატესობა. დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია გამართული წერის და კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში ემოციური გაწონასწორებულობა და ეფექტიანად მოქმედების უნარი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.