ღამის მორიგე ექთანი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ღამის მორიგე ექთნის თანამდებობაზე სასტერილიზაციო განყოფილებაში.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი;
- სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი ფუნქციები:
- სტერილიზაცია, შენახვა და კონტროლი;
- უსაფრთხოების წესების დაცვა;
- გაიდლაინების მიხედვით მუშაობა;
- შიდა სამუშაო პროტოკოლების დაცვა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- აკურატულობა, ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.