გენეტიკური კვლევების მიმართულების მენეჯერი — სიესდი საქართველო

სიესდი საქართველო

გენეტიკური კვლევების მიმართულების მენეჯერი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

პათომორფოლოგიური და გენეტიკური ლაბორატორია CSD საქართველო აცხადებს ვაკანსიას გენეტიკური კვლევების მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება სამედიცინო და გენეტიკური კვლევების სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

  • გენეტიკური კვლევების პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • ბიოლოგიური მასალის საზღვარგარეთ გაგზავნის პროცესის ორგანიზება და მართვა;
  • საერთაშორისო პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა და საქმიანი კომუნიკაცია;
  • ექიმებთან, მათ შორის ონკოლოგებსა და გინეკოლოგებთან, რეგულარული ვიზიტები და პროფესიული ურთიერთობების განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია, კანდიდატი იყოს მედიცინის ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტი;
  • უპირატესობა მიენიჭება ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტებს;
  • ინგლისური ენის გამართული ცოდნა სავალდებულოა;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • აუცილებელია ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: 1 200 ლარი ხელზე ასაღები;
  • სამუშაო გრაფიკი: ლაბორატორიაში ყოფნა სავალდებულოა კვირაში 2 დღე, 11:00-დან 17:00 საათამდე;
  • გარე ვიზიტები: ექიმებთან კვირაში მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 ვიზიტი;
  • გრაფიკის მოქნილობა: ექიმებთან ვიზიტების დაგეგმვა კანდიდატს შეუძლია საკუთარი გრაფიკის შესაბამისად, სრული ავტონომიით.

შემოგვიერთდით CSD საქართველოში და გახდით გენეტიკური კვლევების განვითარების პროცესის ნაწილი.