გენერალური მენეჯერი- კარდანახი
სასტუმრო "ამპელო" აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: კარდანახი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ფუნქციები და მოვალეობები:
- ეფექტური მართვა და ოპერირება;
- მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
- სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა;
- სამუშაო პერსონალის მართვა, სასტუმროსთვის და რესტორნისთვის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალის შერჩევა;
- საოპერაციო სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
- სასტუმროს პოპულარიზაცია, სარეალიზაციო არხების იდენტიფიცირება და მართვა;
- არსებული პროდუქტების/სერვისების ხარისხის კონტროლი და ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა;
- უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების მართვა და მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- (სასტუმროს/რესტორნის) სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში უშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საჭირო კომპიუტერული პროგრამები: MS Office, fina.
პერსონალური უნარ-ჩვევები:
- პერსონალის მართვის უნარი, კომუნიკაბელურობა;
- რესურსების ეფექტური გამოყენება, შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მქონე, ორგანიზებული.
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!