გენერალური მენეჯერი
ვაცხადებთ ვაკანსიას ავტომობილების სამრეცხაო და დეთეილინგის ცენტრის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე, კომპანია DEPO Car Wash & Detailing-ისთვის.
გენერალური მენეჯერი წარმართავს ცენტრის ფუნქციონირებას, რომელიც მოიცავს ავტომობილების რეცხვის და დეთეილინგის მომსახურებას და დეთეილინგის პროდუქტების საცალო/საბითუმო რეალიზაციას.
პოზიციაზე მივესალმებით ავტოინდუსტრიაში გათვითცნობიერებულ პროფესიონალებს, რომელთაც აქვთ გუნდის მართვის კარგი გამოცდილება, შეუძლიათ წარმართონ სერვის ცენტრის ფუნქციონირება და იზრუნონ მის განვითარებაზე.
სამუშაო ადგილი: ბელიაშვილის 117
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 ლარიდან + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე)
დაქვემდებარებული პერსონალის რაოდენობა: 15 თანამშრომელი (მათ შორის სამრეცხაოს და დეთეილინგის სპეციალისტები) + გამოძახებით მომუშავე სპეციალისტები.
ძირითადი მოვალეობები:
- სამრეცხაო/დეთეილინგის ცენტრისა და მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის სრული მართვა და ზედამხედველობა;
- მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა, საჩივრების/პრეტენზიების მოგვარება და მომხმარებლების შენარჩუნებასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე ზრუნვა;
- პერსონალის მართვა (დაქირავება, შეფასება, სამუშაო გრაფიკების შედგენა/კოორდინაცია, სწავლების პროცესის წარმართვა და ა.შ.);
- ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი, შემოსავლების და ხარჯების ანალიზი, მომგებიანობის ზრდაზე ზრუნვა;
- საქონლის და მასალების მარაგების მართვა, საწყობის აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი, მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესყიდვების დაგეგმვა და ფასების მოლაპარაკება;
- აღჭურვილობის გამართულობის, უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი;
- გაყიდვების გეგმების შემუშავება და შესრულების კონტროლი, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების (B2B/საბითუმო კლიენტები) ძიებასა და განვითარებაზე ზრუნვა;
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის, ახალი პროდუქტების დანერგვის, ზრდის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საკითხების ინიციირება.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ავტოინდუსტრიის სფეროს ცოდნა, ინტერესი და/ან ამ მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- მენეჯერული გამოცდილება (სასურველია ავტოინდუსტრიის, რითეილის, სერვის ცენტრის ან მსგავს სფეროებში);
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებით);
- ბიუჯეტირების, ხარჯების ანალიზისა და ანგარიშგების წარმოების უნარი და გამოცდილება;
- გუნდის ეფექტური მართვის, მოტივირებისა და ლიდერობის უნარი;
- საოპერაციო პროცესების მართვისა და ბიზნესის ოპტიმიზაციის უნარი;
- საოფისე, საბუღალტრო/სასაწყობო პროგრამების ცოდნა;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა.