გენერალური მენეჯერი
Cafe Calendar ეძებს გამოცდილ და ბიზნესზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას კაფეს ყოველდღიურ მართვაზე, გუნდის ხელმძღვანელობასა და ბიზნესის განვითარებაზე.
ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ მენეჯერი, არამედ ადამიანი, რომელსაც შეუძლია აამუშაოს, განავითაროს და გაზარდოს ბიზნესი.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- კაფეს სრული ოპერაციული მართვა
- გუნდის შერჩევა, მართვა და განვითარება
- სერვისისა და სტუმრის გამოცდილების კონტროლი
- გაყიდვებისა და შემოსავლების ზრდაზე მუშაობა
- პრომოუშენისა და მარკეტინგის მიმართულების განვითარება
- ღონისძიებებისა და პარტნიორობების განვითარება
- მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა
- საკუთარი პროფესიული ქსელის გამოყენება ბიზნესის გასაზრდელად
- ახალი შესაძლებლობების მოძიება და განხორციელება
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც:
- აქვს Hospitality / Restaurant Management გამოცდილება
- აქვს გუნდის მართვის ძლიერი უნარები
- კარგად ესმის სერვისი, გაყიდვები და ბიზნესის განვითარება
- აქვს ძლიერი პროფესიული network და კონტაქტები
- არის ინიციატორი, პასუხისმგებელი და შედეგზე ორიენტირებული
- შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება
ადგილმდებარეობა: თბილისი, ათონელის 29, მშრალი ხიდი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი