გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი
კომპანია „რეიხები“ არის ქართული, ჯანსაღი კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, ამჟამად ბაზარზე ვოპერირებთ პროდუქტით- ქრისფი. REICHS.GE
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს- გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, გვჭირდება კვალიფიცირებული კადრი რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის პროდუქციის ბაზარზე პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდაზე. შეძლებს გააერთიანოს სტრატეგიულ დაგეგმარება და უშუალო კომუნიკაცია მომხმარებელთან.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სტრატეგიის შემუშავება: ბაზრის კვლევა, კონკურენტების ანალიზი და მარკეტინგული გეგმის შექმნა.
- ბრენდის პოპულარიზაცია: ციფრული მარკეტინგული არხები,სარეკლამო კამპანიების ორგანიზება,ოპტიმიზაცია.
- გაყიდვების მართვა: გაყიდვების პროცესის სრული კონტროლი, ახალი კლიენტების მოძიება, პოტენციურ დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება.
- შედეგების ანალიზი: შესრულებული სამუშაოსა და გაყიდვების მაჩვენებლების შეფასება, ანგარიშგება.
აუცილებელი უნარები
- ანალიტიკური აზროვნება: მონაცემების დამუშავებისა და ბაზრის ტენდენციების პროგნოზირების უნარი.
- ეფექტური კომუნიკაცია: დარწმუნების უნარი, საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.
- ენების ცოდნა: ინგლისური და/ან რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.
- ციფრული ინსტრუმენტები: საოფისე პროგრამების, სისტემების და ციფრული მარკეტინგის პლატფორმების ცოდნა.