გაყიდვების წარმომადგენელი შოურუმში
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1500 ლარიდან + გაყიდვების ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №126.
ჩვენ შესახებ:
"სამერი ჯგუფი" პრემიუმ ხარისხის კარებისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს დიზაინის, წარმოებისა და საბოლოო მონტაჟის სრულ მომსახურებას სთავაზობს.
ჩვენი საქმიანობის საფუძველია მაღალი ხარისხის სტანდარტები, პროფესიონალიზმი და თითოეულ მომხმარებელზე მორგებული ინდივიდუალური მიდგომა. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით ვქმნით პროდუქტს, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება.
რატომ "სამერი ჯგუფი"?
ჩვენთან მუშაობა ნიშნავს:
** პროფესიული ცოდნისა და უნარების რეალიზების შესაძლებლობას, სადაც შენი შედეგები სათანადოდ დაფასდება;
** პრემიუმ პროდუქტისა და კომპლექსური გაყიდვების პროცესში ჩართულობას;
** დამოუკიდებლობისა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას;
** ფიქსირებულ ანაზღაურებასა და გაყიდვებზე მიბმულ ბონუსს;
** სტაბილურ, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარებას.
პოზიციის მიზანი
გაყიდვების წარმომადგენლის მთავარი მიზანია მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების უზრუნველყოფა — პირველი კონტაქტიდან შეკვეთის გაფორმებისა და საბოლოო პროდუქტის ჩაბარებამდე. პოზიცია მოიცავს მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრას, შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში დახმარებას და გაყიდვების პროცესის ეფექტიან მართვას.
ძირითადი პასუხისმგებლობები
** სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და შეკითხვებზე დროული პასუხის გაცემა, მომხმარებლის ინტერესის გაღვივება და გაყიდვაში კონვერტაციის ხელშეწყობა;
** შოურუმში მომხმარებლების მიღება, მათი საჭიროებების გამოვლენა და პროდუქციის პროფესიონალური წარდგენა;
** კარების ტექნიკური მახასიათებლების, მასალების, ფერებისა და დიზაინის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და არჩევანის პროცესში მომხმარებლის კონსულტირება;
** მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად ფასის შეთავაზებისა და განფასების მომზადება;
** შეკვეთების გაფორმება და შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება;
** გადახდების კონტროლი და თანხის მიღების დადასტურება;
** მომხმარებელთან უწყვეტი კომუნიკაციის უზრუნველყოფა შეკვეთის შესრულებისა და ჩაბარების პროცესში;
** რემონტისა და კარ-ავეჯის თემატურ ჯგუფებში აქტიური ჩართულობა, კომპანიის პროდუქციის წარდგენა და პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია;
** სოციალურ ქსელებში მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამოცდილება — აუცილებელია;
** რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა — აუცილებელია;
** კარებისა და ავეჯის სფეროში მუშაობის გამოცდილება — ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** პროდუქტის წარდგენის, შეთავაზების მომზადებისა და გაყიდვების უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
პიროვნული კომპეტენციები:
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და მომსახურების მაღალი სტანდარტი;
** ენერგიულობა, ინიციატივიანობა და აქტიურობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** შემოქმედებითი და პრაგმატული მიდგომა კომუნიკაციის პროცესში;
** გაყიდვების სრული ციკლის მართვის უნარი;
** დეტალებზე ყურადღება და შედეგზე ორიენტირებულობა.