გაყიდვების ოპერატორი — ბი-ემ-ესი

ბი-ემ-ესი

გაყიდვების ოპერატორი

₾1500 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 - 18:00 სთ.
ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებული შეკვეთების ფორმირება/გამზადება პროგრამაში გასაწერად.
  • პროდუქციის მარაგების პროგრამული კონტროლი და მარაგებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი.
  • პარტნიორებთან შეთანხმებული სააქციო პროდუქტების და პერიოდების მონიტორინგი.
  • მიწოდების სამსახურთან პროცესების შეთანხმება.
  • შეკვეთების, რეალიზაციისა და მარაგების მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა.
  • საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების, ლოჯისტიკისა და საწყობის თანამშრომლებთან კოორდინაცია.
  • საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და საჭირო ანგარიშგებების მომზადება.
  • კომპანიის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და სამუშაო სტანდარტების დაცვა.
  • საქმიანობის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება საოპერაციო მიმართულებით, სადისტრიბუციო სფეროში.
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
  • აუცილებელია MS Excel-ის კარგად ცოდნა.