გაყიდვების მენეჯერი- რუსთავი
ჩვენი ავტოსალონი მომხმარებლებს 300-ზე მეტი ავტომობილის ფართო არჩევანს სთავაზობს. ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც გუნდთან ერთად გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვას შეძლებს.
სამუშაო ადგილი: რუსთავი, Car Park Rustavi
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების კონსულტაცია და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების წარდგენა;
** გაყიდვების პროცესის მართვა და პოტენციურ მყიდველებთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლებისთვის ავტომობილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებელთან გრძელვადიანი და პროფესიონალური ურთიერთობის ჩამოყალიბება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მოტივაცია;
** გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია კანდიდატი იყოს რუსთავიდან.