გაყიდვების მენეჯერი
"Enocork" — საერთაშორისო კომპანიათა ჯგუფის წევრი, მზარდი კომპანია, რომელიც საქართველოს მეღვინეობის სექტორს აწვდის ღვინის საცობებს, კასრებსა და სხვა სპეციალიზებულ პროდუქციას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ორ პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
** ახალი კლიენტების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარება;
** მეღვინეობებთან შეხვედრების ორგანიზება და პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების პროცესის მართვა და შედეგების გაუმჯობესება;
** ხელშეკრულებების, შეკვეთებისა და გადახდების კონტროლი;
** კლიენტთა ბაზის წარმოება და შიდა გუნდთან კოორდინაცია;
** კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტები (თვეში მინიმუმ ორჯერ).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება (სასურველია მეღვინეობის მიმართულებით);
** ღვინის წარმოების პროცესების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის საშუალო დონეზე B2 ცოდნა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების კარგი უნარები;
** MS Office-ის საბაზისო ცოდნა;
** პირადი ავტომობილის ქონა;
** პასუხისმგებლობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
** უპირატესობა მიენიჭებათ მეღვინეობის ან გაყიდვების სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატებს, თუმცა სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.
რას გთავაზობთ?
** საერთაშორისო ბიზნესგარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** მეღვინეობის ინდუსტრიის პროფესიონალებთან თანამშრომლობას;
** პროფესიული ცოდნისა და გაყიდვების უნარების განვითარების შესაძლებლობას;
** რეგიონული სამუშაო ვიზიტების საწვავის ხარჯების ანაზღაურებას.
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
თემის ველში მიუთითეთ: Sales Manager - Enocork.