გაყიდვების მენეჯერი
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაქვს მოლაპარაკების უნარი და გსურს პროფესიული განვითარება დინამიკურ გარემოში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
მომხმარებლებისთვის კომპანიის მომსახურებისა და შეთავაზებების გაცნობა;
კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
გაყიდვების პროცესის მართვა — პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე;
პოტენციურ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
გაყიდვების გეგმის შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
მიზანდასახულობა, ინიციატივიანობა და გუნდური მუშაობის უნარი;
კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
მსგავს პიზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითლება უპირატესობად
სასურველია რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
რას გთავაზობთ:
ფიქსირებულ ხელფასს და შედეგებზე მიბმულ ბონუსს;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
ზრდაზე და შედეგებზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობას;
შესაძლებლობას, საკუთარი შედეგების შესაბამისად გაზარდო შემოსავალი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა.წერეთლის N116
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
შემოუერთდი Worldline Auto-ს და განავითარე შენი კარიერა ავტომობილების იმპორტის სფეროში!