გაყიდვების მენეჯერი — Royal House

Royal House

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"ROYAL HOUSE" — უძრავი ქონების საერთაშორისო სააგენტო — კომპანიის საქმიანობის გაფართოებისა და გუნდის გაძლიერების მიზნით აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ინიციატივიან და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება უძრავი ქონების სფეროში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან პროფესიული კომუნიკაცია;
** კლიენტების საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება;
** ობიექტების პრეზენტაცია და ინდივიდუალური ჩვენებების ორგანიზება;
** კომერციული მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების სრული პროცესის მართვა და გარიგებების დასრულება;
** კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** კომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** პასუხისმგებლობა, პროფესიული ეთიკა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ქართული ენის გამართული ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გაყიდვების ან უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება სასურველია.

ანაზღაურება და თანამშრომლობის პირობები:

** პირველი 3 თვე — ფიქსირებული ანაზღაურება;
** მეოთხე თვიდან — შედეგებზე დაფუძნებული საკომისიო სისტემა;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** პრემიუმ სეგმენტის უძრავი ქონების პორტფელთან მუშაობა;
** საერთაშორისო კლიენტებთან და კორპორაციულ პარტნიორებთან თანამშრომლობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გაყიდვების შედეგი, არამედ პროფესიული რეპუტაცია, საქმიანი ეთიკა და კლიენტებთან ურთიერთობის მაღალი კულტურა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კლინიკა კურაციოს მიმდებარედ.

განაცხადის წარდგენა: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე - , სათაურში მითითებით — "გაყიდვების მენეჯერი".

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ