გაყიდვების მენეჯერი
რას გააკეთებ:
** მოიძიებ პოტენციურ კლიენტებს (ბრენდები, სარეკლამო სააგენტოები) და დაამყარებ მათთან ურთიერთობას
** გამართავ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს, შესთავაზებ სარეკლამო პაკეტებს
** წარმართავ მოლაპარაკებებს და გააფორმებ ხელშეკრულებებს
** შეინარჩუნებ და გაამყარებ ურთიერთობას არსებულ კლიენტებთან
** აწარმოებ გაყიდვების აღრიცხვას და რეგულარულად წარადგენ ანგარიშს
რას ველით შენგან:
** B2B გაყიდვების გამოცდილებას (სარეკლამო სფეროში გამოცდილება უპირატესობაა)
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მაღალ უნარს
** ქართული ენის სრულ ცოდნას; ინგლისური ან რუსული დამატებითი უპირატესობაა
** თვითორგანიზებას, პასუხისმგებლობასა და მიზნებზე ორიენტირებულობას
** Excel-ისა და CRM სისტემებთან მუშაობის საბაზისო ცოდნას
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი გაყიდვებიდან (განისაზღვრება გამოცდილების გათვალისწინებით)
** ზრდად და პერსპექტიულ სფეროში მუშაობას
** გუნდში მუშაობას, სადაც შენი წვლილი პირდაპირ ჩანს შედეგში
** პროფესიულ განვითარებას
როგორ განაცხადო:
გამოგვიგზავნე CV და მოკლე მოტივაციის წერილი მისამართზე: .