გაყიდვების კონსულტანტი/მაღაზიის/ატელიეს ოპერაციების მენეჯერიNEW — ზუკსი

ზუკსი

გაყიდვების კონსულტანტი/მაღაზიის/ატელიეს ოპერაციების მენეჯერიNEW

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
ქართული ტანსაცმლის ბრენდი "ზუკსი" (Zook`s) ძველ თბილისში ეძებს გუნდის ორ წევრს.

1. გაყიდვების კონსულტანტი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - "ზუკსის" მაღაზია, ძველი თბილისი;
** გრაფიკი - ცვლაში მუშაობა.

მოვალეობები:

** მომხმარებლის კონსულტაცია, ზომის შერჩევა და ტანსაცმლის მორგებაში დახმარება;
** კოლექციის გაცნობა და მომხმარებლისთვის სასურველი მოდელების შეთავაზება;
** გაყიდვების აღრიცხვა, პროდუქციის განლაგება და სავაჭრო დარბაზის მოწესრიგება;
** მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომელ მოდელებსა და ზომებს ითხოვენ მომხმარებლები.

მოთხოვნები:

** რუსულ და ინგლისურ ენებზე მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღებიანობა, პუნქტუალურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** სასურველია ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება.

2. მაღაზიისა და ატელიეს ოპერაციების მენეჯერი

მოვალეობები:

** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება, კონსულტანტების ცვლების დაგეგმვა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** დიზაინერთან ერთად ატელიეს სამუშაო გეგმის შედგენა - რომელი მოდელი, რა ფერში, ზომასა და რაოდენობაში უნდა შეიკეროს და როდის უნდა შევიდეს მაღაზიაში;
** შეკერვის ვადების კონტროლი და დაგვიანების შემთხვევაში დიზაინერის დროულად ინფორმირება;
** ტანსაცმლისთვის კოდების მინიჭება და პროდუქციის აღრიცხვა მოდელის, ფერისა და ზომის მიხედვით;
** ატელიედან მზა ნაწარმის მიღება, რაოდენობისა და ხარისხის შემოწმება, გაყიდვაში გაშვებული და შესასწორებლად დაბრუნებული ნივთების აღრიცხვა;
** ნაშთების კონტროლი, ინვენტარიზაცია და ფაქტობრივი რაოდენობის სააღრიცხვო მონაცემებთან შედარება;
** გაყიდვების ანალიზი და ყოველკვირეული მოკლე ანგარიშის მომზადება - რა გაიყიდა, რა იკერება და რომელი მოდელის ან ზომის მარაგია შესავსები.

მოთხოვნები:

** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობისა და თანამშრომლების კოორდინაციის გამოცდილება;
** საქონლის მიღების, ნაშთების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პრაქტიკული ცოდნა;
** Excel-ში, Google Sheets-ში ან მარაგების აღრიცხვის პროგრამაში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დეტალებისადმი ყურადღება და ვადების კონტროლის უნარი;
** სასურველია ტანსაცმლის ბრენდში ან სამკერვალო ატელიესთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე:

წერილის თემაში ჩაწერეთ პოზიციის დასახელება. კონსულტანტის პოზიციაზე განაცხადის გამოგზავნისას ასევე მიუთითეთ, რომელ დღეებსა და საათებში შეგიძლიათ მუშაობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ