გაყიდვების კონსულტანტი / გაყიდვების მენეჯერი
სამშენებლო კომპანია „ფიგურები“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტი / გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების კონსულტაცია;
- სამშენებლო პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- ობიექტზე კლიენტების მიღება და ბინების/კომერციული ფართების დათვალიერების ორგანიზება;
- კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
- გაყიდვების პროცესის სრულად მართვა;
- კლიენტური ბაზის წარმოება და განახლება;
- გაყიდვების გეგმების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაცია (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
სამუშაო ადგილი: სამშენებლო ობიექტი (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2,000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი