გაყიდვების კონსულტანტი- ბათუმი — Zudu Doors

Zudu Doors

გაყიდვების კონსულტანტი- ბათუმი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"Zudu Doors"-ის გუნდში გაყიდვების კონსულტანტს ვეძებთ!

თუ გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, ხარ აქტიური, ყურადღებიანი და გსურს განვითარება ინტერიერისა და თანამედროვე დიზაინის სფეროში - შემოუერთდი Zudu Doors-ის გუნდს!

შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების საფუძვლიანი შესწავლა;
** მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა - პირველადი დაინტერესებიდან შესყიდვამდე;
** შოურუმში სტუმრების მიღება და მათთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა;
** ონლაინ არხებში მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა;
** შოურუმის მოწესრიგებულ იერსა და პროდუქციის სათანადო პრეზენტაციაზე ზრუნვა;
** გაყიდვების შედეგებისა და მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე მუშაობა.

რას ველით შენგან:

** გამართულ კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარებს;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და დეტალებისადმი ყურადღებას;
** ორგანიზებულობას, ინიციატივიანობასა და შედეგზე ორიენტირებულობას;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარს;
** რუსული ან/და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე;
** სამუშაო საათები: 11:00-19:00;
** ანაზღაურება: 1 200 ლარი + საბონუსე სისტემა;
** ერთკვირიანი გადამზადების პროგრამა;
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე;
** სამუშაო ადგილი: ბათუმი, პუშკინის ქ. 162.

გინდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი?

გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე: ან დაგვიკავშირდი სოციალურ ქსელებში.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ