გაყიდვების/ექაუნთ მენეჯერი
სარეკლამო კომპანია "DDBO" ეძებს 17-25 წლამდე ახალგაზრდებს გაყიდვების/ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.
სარეკლამო კომპანია DDBO - 18 წლიანი გამოცდილების მქონე, მზარდი და ინოვაციური კომპანია სარეკლამო ბაზარზე - აფართოებს გუნდს და ეძებს ახალგაზრდა, მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს.
ჩვენ ვქმნით და ვმართავთ ექსკლუზიურ სარეკლამო პროექტებსა YouTube პლატფორმაზე, მათ შორის:
"უბანზე", სერიალები "უსაშველოები", "ჩპს", თრეველ შოუ "წითელი და შავი", "იუთუბ ლიგა" "ჰალკი", "შონზოს არხი"და ა.შ.
ვფლობთ საკუთარ სარეკლამო ლოკაციებს ბათუმში (პლაჟზე და ბულვარში) და გუდაურში (საბაგირო და სათხილამურო გზებზე), ქალაქში მოძრავ მონიტორიან მინი სატვირთო მანქებს (ტრიციკლებს). ვართ ბრენდირებული სარეკლამო, სასაჩუქრე პრომოაქსესუარების იმპორტიორები საქართველოში.
რას გთავაზობთ:
- პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ ტრენინგებს გაყიდვების ტექნიკებზე;
- საინტერესო თამაშებს (მათ შორის"მაფიის ღამე"-ს ახალ მარკეტინგულ, ბიზნეს ვერსიას) და შეჯიბრებს გაყიდვების გუნდთან ერთად;
- რეალურ შეხვედრებს კომპანიებთან და კლიენტებთან;
- გამოცდილ მენეჯერებთან მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობას;
- მეგობრულ, ენერგიულ და პროფესიული ზრდისთვის იდეალურ გარემოს;
- სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
- ულიმიტო სასაუბრო დროით უზრუნველყოფას;
- კარიერული ზრდისა და დაწინაურების რეალურ პერსპექტივას;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 10:30 - 18:00 (შაბათ-კვირის გარდა)
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 179ა (ყოფილ გერმანიის საელჩოსთან)
ანაზღაურება (ბონუსური გამომუშავება + გეგმიური ხელფასი):
- გეგმიური ხელფასი- 300-500 ლარი;
- 15% იუთუბ პროექტებიდან;
- 10% სხვა შეკვეთების მოგებიდან;
- საშუალო ანაზღაურება 500 დან 1500 ლარამდე დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე
- გუნდში არსებული გამოცდილი თანამშრომლების საშუალო ბონუსური გამომუშავება შეადგენს 1000-2500ლარს (თქვენს რეალურ შედეგზე დამოკიდებულებით, ლიმიტი არ არსებობს);
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს გუნდზე და გვჯერა, რომ ძლიერი შედეგი ძლიერი ადამიანებით იქმნება.
თუ გინდა, განვითარდე გაყიდვებში, იმუშაო რეალურ პროექტებზე და გახდე დინამიკური გუნდის ნაწილი — DDBO შენ გელოდება.