გაყიდვების ასისტენტი
კომპანიის შესახებ:
Miles Auto მომხმარებლებს სთავაზობს ავტოიმპორტის სრულ სერვისს აშშ-დან და ჩინეთიდან. ჩვენი მიზანია, ავტომობილის შერჩევისა და შეძენის პროცესი გავხადოთ მაქსიმალურად მარტივი, გამჭვირვალე და კომფორტული.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** სასურველი ავტომობილის შერჩევაში დახმარება;
** კომპანიის სერვისებისა და იმპორტის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შემოსულ ზარებსა და შეტყობინებებზე დროული რეაგირება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი დაინტერესების შემდგომი მართვა;
** მომხმარებელთა ბაზის განახლება და ინფორმაციის სწორად აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
უპირატესობად ჩაითვლება:
** გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ენების ცოდნა;
** ავტომობილების ბაზრისა და იმპორტის პროცესის შესახებ ცოდნა.
რას გთავაზობთ?
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
თუ ხარ ავტომოყვარული, გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და გინდა განავითარო საკუთარი შესაძლებლობები გაყიდვების სფეროში, გელოდებით Miles Auto-ში!
გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი