რეზერვაციების აგენტი — არქი

არქი — ლოგო
არქი

რეზერვაციების აგენტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

არქი ჰოსფითალითი არის "არქი ჰოლდინგის" შვილობილი სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია, რომელიც მართავს როგორც ბრენდულ, ისე არაბრენდულ სასტუმროებს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენს გუნდში ვეძებთ რეზერვაციების აგენტს . რას გააკეთებ ამ პოზიციაზე: ** სტუმრების ჯავშნების მიღება და დამუშავება როგორც სატელეფონო, ასევე წერილობითი არხებით; ** ინდივიდუალური და ჯგუფური რეზერვაციების მართვა და სისტემაში რეგისტრაცია; ** სტუმრებთან კომუნიკაცია ელ.ფოსტის, სოციალური ქსელებისა და გაყიდვების სხვა არხების საშუალებით; ** სასტუმროს ნომრების, ტარიფებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება; ** რეზერვაციების სისტემაში სტუმრების მონაცემებისა და საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა; ** სტუმრების მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება; ** სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად. ვინ გვჭირდება: ** კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული ადამიანი ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** სასურველია სასტუმროს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია რას გთავაზობთ ჩვენ: ** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს ** შესაძლებლობას, რეალურად მოახდინო გავლენა ბრენდის ზრდაზე ** კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ. წითლანაძის N1 ** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, 09:30-18:30