გამყვანი ტურიზმის ოპერატორი
კომპანია Georgia Holiday აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურიზმის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი
მდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის 12
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი (გადასახადების გარეშე)
ძირითადი მოვალეობები:
- ინდივიდუალური და ჯგუფური ტურისტული პაკეტების შედგენა
- საერთაშორისო დაჯავშნის სისტემაში მუშაობა და ჯავშნების მართვა;
- პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი ტურისტული პროდუქტების შეთავაზება.
- კლიენტებისთვის სამოგზაურო დოკუმენტაციის (ვაუჩერები, ბილეთები, დაზღვევა) დროული მომზადება და მიწოდება;
- მოგზაურობის პერიოდში კლიენტების მხარდაჭერა და ფორსმაჟორულ სიტუაციებში ოპერატიული რეაგირება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ტურიზმის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება გამყვანი ტურიზმის მიმართულებით
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
- ტურისტული დაჯავშნის სისტემებთან და საძიებო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ფლობა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ეფექტური კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი და პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას