გაქირავებისა და უძრავი ქონების მართვის ხელმძღვანელი
ბენე კომფორტი უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.
"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფოლიო 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაქირავებისა და უძრავი ქონების მართვის ხელმძღვანელის პოზიციაზე:
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპლექსში არსებული ბინების გაქირავების მიმართულების სრული მართვა და განვითარება;
- მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაქირავების სტრატეგიის შემუშავება;
- ფასების, სეზონურობისა და ბაზრის მოთხოვნის ანალიზი;
- Booking.com, Airbnb და სხვა პლატფორმების სტრატეგიული მართვა, ბინების პოზიციონირების, განცხადებებისა და გაყიდვის არხების ოპტიმიზაცია;
- ჯავშნების, კალენდრების, გადახდებისა და გაუქმებების პროცესების კონტროლი;
- Check-in/Check-out პროცესების, დასუფთავების, ტექნიკური მომსახურებისა და სხვა საოპერაციო პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
- მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება და შედეგების ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია გამოცდილება უძრავი ქონების გაქირავების, სასტუმრო/ აპარტამენტების მართვის სფეროში;
- სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
- ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად;
- სამუშაო ადგილი - მნიშვნელოვანია კანდიდატს შეეძლოს პერიოდულად რელოკაცია.