ფსიქოლოგი
შპს " თბილისის თავისუფალი სკოლა " აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-16:00 ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ორჯერადი კვება ფუნქცია-მოვალეობები: ** თვალყურს ადევნებს აღსაზრდელის სრულყოფილ ფსიქიკურ განვითარებას ყოველ ასაკობრივ საფეხურზე, რისთვისაც ატარებს სათანადო მუშაობას მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან და დირექციასთან; ** ხელს უწყობს პირველკლასელთა სასკოლო გარემოსთან ადაპტაციას, ამოწმებს მათ სასკოლო მზაობას და შესაბამის რეკომენდაციას აძლევს სკოლის დირექტორსა და მშობელს; ** იკვლევს მოსწავლის აკადემიური ჩამორჩენისა და სოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მიზეზებს და კომპეტენციის ფარგლებში, უწევს შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას; ** ხელს უწყობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ჯანსაღი ფსიქოლოგიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას; ** შეიმუშავებს რეკომენდაციებს კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრისა და აღმოფხვრისათვის. ასრულებს მედიატორის როლს; ** იკვლევს იმ მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს, რომელთაც აქვთ რთული გამოწვევები სასწავლო პროცესთან ადაპტაციისას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს არსებული გამოწვევების გადასაჭრელად; ** ატარებს ფსიქოლოგის გაკვეთილს; ** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ზრუნავს სკოლაში ჯანსაღი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კანდიდატს უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგის კვალიფიკაცია, სასურველია ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი; ** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სკოლაში/ბაღში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული და პროფესიული უნარები: ** პრობლემების იდენტიფიცირება; ** მზრუნველობა; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** შრომისმოყვარეობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობა. კონკურსის ეტაპები: ** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; ** გასაუბრება.