ფრონტალური დამტვირთველის ოპერატორი
"ცემიქსი" აცხადებს ვაკანსიას ფრონტალური დამტვირთველის ოპერატორი თანამდებობაზე.
საქმიანობის სფერო: ბეტონის წარმოება
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ქარხანაში შემოსული ინერტული მასალის (ქვიშა და ხრეში) დასაწყობება, ქარხნის ბუნკერების დროული შევსება.
- ფრონტალური დამტვირთველის მუდმივად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
- ქარხნის ტერიტორიაზე სისუფთავის შენარჩუნება
- ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში ქარხნის მენეჯერის დროული ინფორმირება
- კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ფრონტალური დამტვირთველის მართვის გამოცდილება
- S კატეგორიის მართვის მოწმობა