ფრონტ ოფისის მენეჯერის რეზერვი — გრატუს აპარტჰოტელ თბილისი

გრატუს აპარტჰოტელ თბილისი — ლოგო
გრატუს აპარტჰოტელ თბილისი

ფრონტ ოფისის მენეჯერის რეზერვი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

თანამედროვე აპარტ-ჰოტელი "Gratus Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის მენეჯერის რეზერვის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ილისი, ჩუღურეთის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ. 113 ა

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში - 2/2 (2 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება)

ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გაწერა
  • ჯავშნების მართვა (Booking.com, Airbnb, პირდაპირი ჯავშნები)
  • სატელეფონო ზარებზე, ელ.ფოსტასა და შეტყობინებებზე დროული პასუხი
  • ინფორმაციის მიწოდება სასტუმროსა და ქალაქის შესახებ
  • სტუმრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა
  • დამლაგებელ და ტექნიკურ პერსონალთან თანამშრომლობა
  • გადახდებთან და ანგარიშგებასთან დაკავშირებული ძირითადი ოპერაციების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და ქართული ენების ცოდნა (რუსული ჩაითვლება უპირატესობად)
  • ადმინისტრატორის ან სტუმრებთან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • კარგი კომუნიკაციის უნარი და გუნდური მუშაობის მზაობა
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ

პერსონალური მონაცემების დაცვა:

თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.