ფროდაქთ მენეჯერი
ციფრული სტარტაპი მობილური აპლიკაციის მიმართულებით, რომელიც უკვე მუშაობს ბაზარზე და სწრაფი ზრდის ეტაპზეა. პროექტი მხოლოდ 1 თვის წინ გაეშვა და უკვე აჩვენებს პირველ შედეგებს, ხოლო წინ დიდი მასშტაბირების და განვითარების პოტენციალია. ეს არის შესაძლებლობა, ჩაერთო ადრეულ ეტაპზე და მიიღო მონაწილეობა სწრაფად მზარდი პროდუქტის შექმნასა და განვითარებაში.
პოზიცია: ფროდაქთ მენეჯერი
პირობები:
- ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების, ცოდნისა და პასუხისმგებლობის მოცულობის მიხედვით
- ანაზღაურების ფორმატი ინდივიდუალურია — ფიქსირებული ანაზღაურება, ფიქსი + პროცენტი (KPI/შემოსავალზე დაფუძნებული)
პასუხისმგებლობები:
- პროექტის სრული ოპერაციული მართვა
- გუნდის მართვა და ყოველდღიური პროცესების კონტროლი
- ძირითადი მეტრიკების ანალიზი და გაუმჯობესება
- სტრუქტურირებული რეპორტინგი
- პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირება და გადაწყვეტა
- განვითარების მიმართულებების ინიციირება და შესრულების კონტროლი
გამოცდილება:
- გამოცდილება მობილურ აპლიკაციებში ან ვებპროექტებში
- პროდუქტის განვითარების პროცესის გაგება
- მომხმარებლის გამოცდილების (UX) და ინტერფეისის (UI) გაუმჯობესების პროცესის გაგება
- მონაცემებზე დაფუძნებული აზროვნება
- გუნდის მართვის და გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება